მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი
Aa
Aa

დვალიშვილმა წონა წარმატებით ჩააბარა | პიოტრ იანთან ბრძოლისთვის მზადაა

UFC 333-სთვის მერაბ დვალიშვილმა პიოტრ იანთან ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა. ქართველმა მებრძოლმა აწონვების ოფიციალური ცერემონიისას 61 კგ დააფიქსირა. მაქსიმალური დასაშვები წონა 61.2 კგ-ია. პიოტრ იანმაც 61 კილოგრამი დააფიქსირა.

აბუ-დაბიში UFC 333-ის ტურნირის წინ ოფიციალური აწონვების შედეგები:

ალექსანდრ ვოლკანოვსკი (65,54 კგ) – მოვსარ ევლოევი (65,77 კგ)

პიოტრ იანი (61,23 კგ) – მერაბ დვალიშვილი (61,23 კგ)

ალექსანდრ ვოლკოვი (116,12 კგ) – რიზვან კუნიევი (120,2 კგ)

რამაზან თემიროვი (57,15 კგ) – ლონე კავანა (56,93 კგ)

ლოსენ კეიტა (66,22 კგ) – აარონ პიკო (65,99 კგ)

აზამატ მურზაკანოვი (93,44 კგ) –  დომინიკ რეიესი (92,98 კგ)

ნიკიტა კრილოვი (93,44 კგ) – აბდულ-რაჰმან იაჰიაევი (93,44 კგ)

აბუს მაგომედოვი (84,14 კგ) – ქემერონ როუსტონი (83,91 კგ)

ცნობისთვის, UFC 333-ის ღონისძიება 24 ოქტომბერს გაიმართება და 20:00 საათიდან დაიწყება. მერაბისა და იანის ჩხუბს თბილისის დროით, დაახლოებით, 23:30 საათიდან ვიხილავთ.

შეგახსენებთ, „მანქანამ'' სუპერმსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი გასული წლის დეკემბერში სწორედ პიოტრ იანთან დაპირისპირებაში დაკარგა და ახლა რუსთან რევანშს გეგმავს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები