„მსუბუქ წონაში ასვლა მხოლოდ დროის საკითხია“ - ევლოევი ილიასთან შესაძლო ბრძოლაზე
UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის დაუმარცხებელმა მებრძოლმა, მოვსარ ევლოევმა, რომელიც რამდენიმე დღეში სატიტულო ბრძოლაში ალექსანდრ ვოლკანოვსკის დაუპირისპირდება, ილია თოფურიასთან პოტენციურ ბრძოლაზე ისაუბრა.
- გაინტერესებს თუ არა ილია თოფურიასთან ბრძოლა, მიუხედავად იმისა, რომ მას არც ქამარი აქვს და დაუმარცხებელი მებრძოლიც აღარაა...
„რა თქმა უნდა, ამ ჩხუბში მაინც იქნება ინტრიგა. არ ვიცი, რამდენად შესაძლებელია ეს უახლოეს მომავალში, იმიტომ რომ ჯერ ჩემს წონაში მაქვს საქმე დასამთავრებელი. ჯერ ქამარი უნდა მოვიგო და რამდენჯერმე დავიცვა, რათა ვინმემ არ თქვას, რომ უბრალოდ გამიმართლა.
ფიზიკური პარამეტრები მსუბუქ წონაში ასვლის შესაძლებლობას მაძლევს. თანაც, წონის კლების პროცესი ყოველ ჯერზე სულ უფრო რთულად მიდის, კუნთოვანი მასა კი მატულობს. ასე რომ, მსუბუქ წონაში ასვლა უბრალოდ დროის ამბავია“.
ცნობისთვის, 32 წლის ევლოევის ანგარიშზე შერეულ ორთაბრძოლებში 20 გამარჯვებაა (UFC-ში გამართული 10-ვე ბრძოლა ევლოევმა მსაჯთა გადაწყვეტილებით მოიგო).
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს