მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი
Aa
Aa

„ხელოსნის როლს მოვირგებ და ამ მანქანას დავშლი“ - იანი დვალიშვილზე

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა პიოტრ იანმა FULL SEND MMA-თან ინტერვიუში მერაბ დვალიშვილთან მოახლოებულ ბრძოლაზე ისაუბრა.

- არაერთხელ გითქვამს, რომ მერაბთან „მის უკანა ეზოში“, ამერიკაში გიწევდა ჩხუბი, ახლა კი თქვენი ბრძოლა აბუ-დაბიში გაიმართება...

რა თქმა უნდა, როცა სხვა კონტინენტზე მიფრინავ და ჩხუბამდე 12-13 დღით ადრე ჩადიხარ, აკლიმატიზაციისთვის ცოტა დრო გრჩება. აბუ-დაბიში ჩემთვის საქომაგოდ უფრო მეტი ადამიანი შეძლებს ჩასვლას, ჩემი მეგობრებიც იქ იქნებიან. ამერიკაში ჩხუბი პრობლემა არაა, თუ თან მთელი გუნდი გამომყვება. ჩემს მწვრთნელს ვიზას არ აძლევენ, ისევე როგორც რამდემინე სპარინგ-პარტნიორს. სწორედ ამაზე მაქვს საუბარი.

- თუ არ ვცდები, წინა ბრძოლაში 29 თეიქდაუნიდან მერაბს 2 გამოუვიდა. როგორ ფიქრობ, ახლაც ამდენი მცდელობა ექნება?

გვაქვს გეგმა, რომელზეც კემპის მიმდინარეობისას ვიმუშავეთ. მერაბი ჭიდაობას შეეცდება, ვინაიდან მან კარგად იცის, რომ დგომში სერიოზული პრობლემები შეექმნება. ყველაფრისთვის მზად ვარ. ეს „მანქანა“ ერთხელ უკვე დავლეწე. ახლა ხელოსნის როლს მოვირგებ და დავშლი ამ „მანქანას“.

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილი-იანის მესამე ბრძოლა აბუ-დაბიში, 24 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „შეცდომებს აღარ გავიმეორებ“ | დვალიშვილი იანთან ტრილოგიისთვის მზადაა
    „შეცდომებს აღარ გავიმეორებ“ | დვალიშვილი იანთან ტრილოგიისთვის მზადაა