ჩარლზ ოლივეირა, ისლამ მახაჩევი, კარლოს პრატესი
Aa
Aa

„პრატესს ისლამთან გამარჯვების რეალური შანსი აქვს“ - ოლივეირას კომენტარი

ისლამ მახაჩევმა აგვისტოში UFC-ის ქვესაშუალო დივიზიონის საჩემპიონო ქამარი პირველივე ცდაზე წარმატებით დაიცვა და იან მაჩადო გარი ხუთრაუნდიან ბრძოლაში დაამარცხა. ჯერჯერობით დაღესტნელი ჩემპიონის მომდევნო ჩხუბი ოფიციალურად არ ჩანიშნულა, მაგრამ უკვე ყველამ იცის, რომ 2027 წლის დასაწყისში მახაჩევის შემდეგი მეტოქე წონის პირველი ნომერი კარლოს პრატესი იქნება. როგორი შანსები აქვს მის თანამემამულეს ისლამის წინააღმდეგ, ამის თაობაზე BMF-ის ქამრის ბრაზილიელმა მფლობელმა ჩარლზ ოლივეირამ ასეთი კომენტარი გააკეთა:

„კარლოს პრატესს იან მაჩადო გარიმ ისლამ მახაჩევთან ბრძოლისთვის იდეალური სამოქმედო გეგმა წარუდგინა. შეიძლება მეჩვენება, მაგრამ ვფიქრობ, პრატესს მახაჩევთან გამარჯვების რეალური შანსი ექნება. კარლოსი შემტევი სტილის მებრძოლია, რომელსაც ხელებში ნოკაუტის ძალა აქვს და ჯიუ-ჯიცუს შავ ქამარს ფლობს. თუ ნეკნებსა და წვივებში დაღესტნელს ისეთივე დამაზიანებელ დარტყმებს მიაყენებს, როგორც ეს გარიმ შეძლო, მაშინ მისთვის ყველაფერი კარგად დასრულდება. დამიჯერეთ, თუ პირველ, ან მეორე რაუნდში არ დაასრულა ისლამმა ბრძოლა და პრატესმა ისეთივე სიმშვიდე შეინარჩუნა, როგორც უკანასკნელ ბრძოლებში, აუცილებლად ჩემი თანამემამულე გაიმარჯვებს“.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს ისლამ მახაჩევმა UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი სწორედ ჩარლზ ოლივეირას დამარცხებით მოიპოვა, როდესაც ის ჯერ ნოკდაუნში გაგზავნა, ხოლო შემდეგ ბრძოლა საბმიშენით დაასრულა. რაც შეეხება კარლოს პრატესს, ბოლოს ის ოქტაგონში რამდენიმე თვის წინ შევიდა და ჯეკ დელა მადალენა ნოკაუტში გაგზავნა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „პირველივე დარტყმით ისლამს გათიშავს“ - სილვა პრატესის ძალაზე
    „პირველივე დარტყმით ისლამს გათიშავს“ - სილვა პრატესის ძალაზე