ისლამ მახაჩევი, ჯინ სილვა, კარლოს პრატესი
Aa
Aa

„პირველივე დარტყმით ისლამს გათიშავს“ - სილვა პრატესის ძალაზე

ჯერჯერობით ოფიციალურად არაფერი დადასტურებულა, მაგრამ ბევრი წამყვანი სპორტული გამოცემა ავრცელებს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ 2027 წლის პირველი ნომრიანი ქარდის მთავარი ორთაბრძოლა UFC-ის ქვესაშუალო წონის საჩემპიონო ჩხუბი იქნება, სადაც ისლამ მახაჩევი ქამრის მეორედ დაცვას კარლოს პრატესთან შეეცდება. მომავალი შესაძლო დაპირისპირების თაობაზე, კარლოსის თანამემამულემ, ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ერთ-ერთმა საუკეთესო მებრძოლმა, ჯინ სილვამ საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა:

„ისლამ მახაჩევი იან მაჩადო გარისთან დარტყმების გაცვლაში შევიდა, რადგან კარგად იცოდა, რომ ირლანდიელს ნოკაუტის ძალა არ აქვს, რასაც ჩემს თანემემამულეზე ვერ ვიტყვით. მერწმუნეთ, კარლოს პრატესმა მახაჩევს ერთი თუ მოარტყა, ბრძოლა მაშინვე დასრულდება. სწორედ ამის გამო, დაღესტნელი ამ დაპირისპირებაში სულ სხვა ტაქტიკას აირჩევს, რადგან სტრაიკინგში კარლოსს უზარმაზარი უპირატესობა აქვს. პრინციპში, ხუთრაუნდიანი ბრძოლაა დაგეგმილი და არ მესმის, 25 წუთის განმავლობაში ისლამმა ისეთ დისტანციაზე როგორ უნდა იჩხუბოს, რომ ერთი დარტყმაც კი არ გაუშვას“.

ცნობისათვის, 2027 წლის იანვარში, UFC 336-ზე თუ მთავარ მოვლენად მახაჩევი-პრატესის ჩხუბი განიხილება, თანამთავარ მოვლენად სავარაუდოდ, ჩხუბი ამავე წონაში უნდა ჩაინიშნოს და ერთმანეთის პირისპირ ორი დაუმარცხებელი მებრძოლი, ეკვადორელი მაიკლ მორალესი და ყაზახი შავკატ რახმონოვი უნდა წარსდგნენ.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ვოლკანოვსკი: ევლოევი ყველასთვის პრობლემაა, მაგრამ არა ჩემთვის
    ვოლკანოვსკი: ევლოევი ყველასთვის პრობლემაა, მაგრამ არა ჩემთვის