სიტი-პსჟ | იქნება თუ არა ხვიჩა ძირითადში
ჩემპიონთა ლიგის მორიგ ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ დღეს „ეტიჰადზე“ „მანჩესტერ სიტის“ დაუპირისპირდება.
ფრანგული პრესა გუნდების სავარაუდო შემადგენლობას აქვეყნებს და წამყვანი გამოცემების პროგნოზით, ქართველ შემტევს დღეს ძირითად შემადგენლობაში ვიხილავთ.
RMC Sport-მა, Le Parisien-მა და L’Equipe-მა იდენტური პროგნოზები გამოაქვეყნეს, რომელთა მიხედვითაც ლუის ენრიკე „ეტიჰადზე“ შემდეგ თერთმეტეულს გაიყვანს:
საფონოვი - ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში - ნევეში, ვიტინია, რუისი - დუე, დემბელე, კვარაცხელია
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ენრიკემ ხვიჩას ბრატისლავის „სლოვანთან“ მატჩში თავის გამოჩენის საშუალება არ მისცა. აღსანიშნავია ისიც, რომ სანაკრებო პაუზის შემდეგ „ლე მანთან“ მატჩში კვარაცხელია ასევე სათადარიგო იყო და თამაშში 59-ე წუთზე ჩაერთო. ეს ყველაფერი კი იმაზე მიუთითებს, რომ ლუის ენრიკემ მას „სიტისთან“ მატჩის წინ დასვენებისა და ძალების აღდგენის საშუალება მისცა.
აქვე გეტყვით, რომ სიტი-პარი სენ-ჟერმენის მატჩი დღეს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს