ნიკოლოზ ქუთათელაძე
Aa
Aa

ოფიციალურად - ქუთათელაძე ლევადიასთან ერთად ესტონეთის ჩემპიონია

ესტონეთის მეისტრილიგას მორიგ ტურში ლევადიამ პაიდეს უმასპინძლა, 1:0 დაამარცხა და ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურით ადრე ქვეყნის ჩემპიონი გახდა.

ლევადიას მხრიდან ერთადერთი გოლი რეისმა მატჩის 89-ე წუთზე გაიტანა, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა.

ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა ნიკოლოზ ქუთათელაძე, რომელმაც სტადიონზე 66 წუთი გაატარა და კარგი მატჩი ჰქონდა.

მაშ ასე - ქართველი ფეხბურთელი ესტონეთის ჩემპიონია. ლევადიამ ისტორიაში მეთორმეტედ მოიგო შიდა ჩემპიონატი.

ცნობისთვის, ქუთათელაძემ ლევადიას მაისური დღემდე 10-ჯერ მოირგო, 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „მის გარეშე სევილიამ სისხარტე დაკარგა“ - MARCA ქოჩორაშვილს აქებს
    „მის გარეშე სევილიამ სისხარტე დაკარგა“ - MARCA ქოჩორაშვილს აქებს