ჰარი კეინი, ხვიჩა კვარაცხელია, კილიან მბაპე
Aa
Aa

L'Equipe-მა ოქროს ბურთზე გამოკითხვა ჩაატარა | კვარაცხელია სამეულშია

ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემამ, L’Equipe-მა, საკუთარ მომხმარებლებს შორის გამოკითხვა ჩაატარა. L’Equipe-მა მკითხველს სთხოვა, „ოქროს ბურთის“ წლევანდელ დაჯილდოებასთან დაკავშირებით თავიანთი პოზიცია დაეფიქსირებინათ.

L’Equipe-ის ვებგვერდზე ჩატარებულ გამოკითხვაში პირველ ადგილზე კილიან მბაპე იმყოფება, რაც მისი ეროვნებიდან გამომდინარე გასაკვირი ნამდვილად არ არის. მბაპემ ხმების 34 პროცენტი მიიღო.

მეორე პოზიციაზე „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელიაა. „კვარას“ მხარი L’Equipe-ის მომხმარებელთა 23.7-მა პროცენტმა დაუჭირა. მბაპესა და კვარაცხელიას შემდეგ ჰარი კეინი მოდის. ინგლისელი თავდამსხმელი გამოკითხულთა 8.8 პროცენტის რჩეული გახდა.

სამეულში არ არის ლამინ იამალი, თუმცა, L’Equipe-ის მკითხველის მიხედვით, სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯილდო მან უნდა მოიგოს.

ცნობისთვის, „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონია 26 ოქტომბერს, ლონდონში გაიმართება. ბუკმეკერებისა და სხვადასხვა გამოცემის ფავორიტები ლამინ იამალი, კილიან მბაპე და ჰარი კეინი არიან. Goal-ის რეიტინგში ხვიჩა კვარაცხელია მეშვიდე ადგილზე იმყოფება, პირველზე კი ჰარი კეინია.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    IShowSpeed-ი საქართველოში ჩამოვა | კვარას EA Sports FC ეთამაშა და წააგო
    IShowSpeed-ი საქართველოში ჩამოვა | კვარას EA Sports FC ეთამაშა და წააგო