საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

ნაკრები უნგრეთთან მესხზე ითამაშებს | სტადიონის შეცვლის მიზეზი უცნობია

UEFA-ს ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები დასკვნით საშინაო მატჩს უნგრეთთან „დინამო არენის'' ნაცვლად „მიხეილ მესხზე'' გამართავს. ინფორმაცია ნაკრების ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. ამ ეტაპზე სტადიონის შეცვლის მიზეზი უცნობია.

ნაკრების ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს. წლის ბოლო ოფიციალურ მატჩში ჩვენი გუნდი უნგრეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

საქართველო - უნგრეთის მატჩი 14 ნოემბერს 21:00 საათზე გაიმართება. ბილეთების ონლაინ გაყიდვა 19 ოქტომბერს, biletebi.ge-ზე 12:00 საათზე დაიწყება.

მატჩზე დასასწრებად ხელმისაწვდომი იქნება ოთხი კატეგორიის ბილეთი, რომელთა ფასიც 20-დან 100 ლარამდეა. ერთ მომხმარებელს მაქსიმუმ სამი ბილეთის შეძენა შეუძლია''.

შეგახსენებთ, ერთა ლიგაზე ჩვენი გუნდი შინ ჩრდ. ირლანდიასთან 0:1 დამარცხდა (ამ მატჩის შემდეგ ვილი სანიოლი გაუშვეს) და უკრაინას დაუზავდა (0:0), შემდეგ კი უნგრეთთან მატჩი მინიმალური ანგარიშით დათმო (1:0) და ბელფასტში ჩრდ. ირლანდიას ფრედ ითამაშა (0:0). ნოემბერში რამაზ სვანაძის გუნდი უნგრეთს მიიღებს, შემდეგ კი უკრაინას სლოვაკეთში დაუპირისპირდება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები