პსჟ, ხვიჩა კვარაცხელია, ლუის ენრიკე
Aa
Aa

ენრიკე: “მნიშვნელოვანი ფეხბურთელების სათამაშო წუთების სწორად განაწილებაა“

საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში პარი სენ ჟერმენმა ლე მანსს უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, ფრანგულის გრანდის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ კომენტარი გააკეთა.

ლუის ენრიკე:

„პირველ რიგში, „ლე მანის“ გუნდი მინდა გამოვყო. მათ ძალიან კარგად ითამაშეს და დიდი გამბედაობა გამოიჩინეს. მინდა, პატრიკ ვიდეირას მივულოცო — ძალიან კარგი გუნდი ჰყავს. რთული და დაძაბული მატჩი იყო, მაგრამ ვფიქრობ, ყველაფერი გავაკეთეთ, რაც გვინდოდა.

სანაკრებო პაუზის შემდეგ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელების სათამაშო წუთების სწორად განაწილებაა. ეს ნიშნავს, რომ მოედანზე ხშირად ისეთი ფეხბურთელების კომბინაციებს ვხედავთ, რომლებსაც ერთად თამაშს მიჩვეულები არ არიან. ეს ნორმალურია. ფეხბურთში რისკი ყოველთვის არსებობს.

დარწმუნებული ვარ, საპირისპირო გადაწყვეტილება რომ მიგვეღო — ანუ მატჩი იმ ოთხ დიდებულ ფეხბურთელს დაეწყო, რომლებზეც თქვენ საუბრობთ, ხოლო დანარჩენი ოთხი მოგვიანებით ჩართულიყო, — იგივე სიტუაცია გვექნებოდა.  მსგავსი ტიპის მატჩებში თამაში მარტივი არ არის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოგებები გავაგრძელოთ. ეს სამი მნიშვნელოვანი ქულაა.

ასეთ განრიგს მიჩვეულები ვართ. ძალიან მოგვწონს მსგავსი მატჩების თამაში, ორ ტურნირს შორის დროის განაწილება და მუდმივად კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისთვის ბრძოლა.“

შეგახსენებთ, რომ ლუსი ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელია სათადარიგოთა სკამზე დატოვა და მოედანზე მეორე ტიამში შეიყვანა. ქართველმა ვარსკვლავმა მოედანზე შესვლიდან სულ მალე გოლი გაიტანა და პსჟ-ს გამარჯვებაში დაეხმარა. ეს მისთვის, ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში პირველი გოლი იყო.

კვარაცხელიას გამორჩეული მომენტები VS ლე მანი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლობჟანიძემ ფილადელფიას გაუტანა - სოლტ ლეიკმა ქულები დაკარგა
ლობჟანიძემ ფილადელფიას გაუტანა - სოლტ ლეიკმა ქულები დაკარგა