ხვიჩა კვარაცხელია, მაგნეს აკლიუში
Aa
Aa

კვარაცხელიამ გაიტანა - პარი სენ-ჟერმენმა ლე მანს მოუგო

ლიგა 1-ის მეექვსე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ საკუთარ მოედანზე „ლე მანი“ მიიღო.

მე-19 წუთზე აშრაფ ჰაკიმის წინააღმდეგ წესების დარღვევის გამო დანიშნული 11-მეტრიანი ლუკას ბერალდომ გამოიყენა და ანგარიში გახსნა, 54-ე წუთზე კი ლუი მაფუტამ წონასწორობა აღადგინა.

კვარაცხელია, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში ოთხივე მატჩი სრულად ჩაატარა, ლუის ენრიკემ სათადარიგოთა სკამზე დატოვა და თამაშში 59-ე წუთზე ჩართო და უკვე ორ წუთში ხვიჩამ პსჟ დააწინაურა.

მალევე პსჟ-მ მესამე გოლი გაიტანა: უორენ ზაირ-ემერის პასის შემდეგ თავი მაგნეს აკლიუშმა გამოიჩინა. 90+3 წუთზე დეზირე დუემ პენალტი ვერ გამოიყენა და მატჩი 3:1 დასრულდა.

Sofascore-მა ხვიჩას თამაში 7.2 ქულით შეაფასა. კვარაცხელიას სტატისტიკა ასეთი იყო: 38 შეხება ბურთთან, 2 დარტყმა, 1 წარმატებული დრიბლინგი, 30-დან 22 ზუსტი პასი (73%), 2-დან 1 ზუსტი გრძელი პასი და 1 საკვანძო პასი.

კვარაცხელიას გოლი და გამორჩეული მომენტები

6 მატჩის შემდეგ პსჟ 11 ქულით სატურნირო ცხრილის მეხუთე ადგილზეა. 14 ოქტომბერს პარიზელები ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად „მანჩესტერ სიტის“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საზონოვი ცვლილებაზე შევიდა - ხეტაფე სტუმრად ბარსელონასთან დამარცხდა
საზონოვი ცვლილებაზე შევიდა - ხეტაფე სტუმრად ბარსელონასთან დამარცხდა