გიორგი გაგუა
Aa
Aa

სეზონში მეხუთედ | გიორგი გაგუა ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

სლოვაკეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-10 ტურში „დუნაისკა სტრედამ“ სტუმრად „მიხალოვცეს'' სამი გოლი გაუტანა, კარი მშრალად შეინახა და ლიდერობა შეინარჩუნა. გიორგი გაგუას საგოლე მოქმედება არ ჰქონდა, თუმცა პირველი და მეორე გოლისას შეტევები მისი ბრწყინვალე პასებით განვითარდა. Voyo šport-მა მე-10 ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.

ტურის სიმბოლურ გუნდში მიმდინარე სეზონში მეხუთედ მოხვდა:  მე-2 (Voyo šport), მე-4 (Sofascore), მე-5 (Sofascore), მე-8 (Voyo šport, Sofascore), მე-10 (Voyo šport).

25 წლის ქართველ „ათიანს’’ კარიერაში საუკეთესო სეზონი აქვს, სლოვაკეთის ჩემპიონატში ცხრავე მატჩი სასტარტოდან დაიწყო. 9 მატჩში (720 წუთი) 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი შეასრულა. კონფერენს ლიგაზე ოთხ მატჩში 1 გოლი გაიტანა („ველეჟ მოსტართან’’) და 1 საგოლე პასი („ტვენტესთან’’) შეასრულა. სლოვაკეთის თასზე ერთ მატჩში მის ანგარიშზე 1 გოლია.

გიორგი გაგუა „მიხალოვცესთან'' მატჩში

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები