ვაკო ყაზაიშვილი
Aa
Aa

ორი გაიტანა, ერთი ჩაუთვალეს - ყაზაიშვილის მე-6 გოლი

წინა წლებთან შედარებით, ვაკო ყაზაიშვილი ჩინეთის საფეხბურთო ჩემპიონატის წლევანდელ სეზონში გოლების გატანაზე უფრო მეტად, საგოლე გადაცემების შესრულებით გამოირჩევა, თუმცა სუპერლიგის 27-ე ტურში ძველი დრო გაიხსენა და მეტოქის კარი ორჯერ აიღო, თუმცა პირველ შემთხვევაში თამაშგარე მდგომარეობის გამო, მისი ლამაზი გოლი გაუქმდა.

„შანდონგ ტაიშანი“, რომლის უდავოდ ლიდერიც 33 წლის ქართველი ნახევარმცველია, სტუმრად „ჩონგქინგს“ დაუპირისპირდა და დაძაბული შეხვედრა 1:1 დასრულდა. როგორც უკვე გითხარით, ვაკომ ორჯერ გაიტანა და მისი პირველი გოლი, რომელიც ოფსაიდის გამო არ ჩაითვალა, გაცილებით ლამაზი გახლდათ, როდესაც მაღალი გადაცემა კარგად დაამუშავა და ტექნიკური დარტყმით აიღო მოწინააღმდეგის კარი. მეორე გოლი კი, რომლითაც ანგარიში გათანაბრდა, ყაზაიშვილმა მისთვის უჩვეულო სტილში, თავური დარტყმით გაიტანა.

ცნობისათის, ვაკო ყაზაიშვილის ანგარიშზე წლევანდელ სეზონში ყველა ტურნირზე გამართულ 29 მატჩში, საიდანაც 26 ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, 6 გოლი და 9 საგოლე პასია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოგლიჩიძემ ლაციოს გაუტანა - გოლი სადებიუტო მატჩში
გოგლიჩიძემ ლაციოს გაუტანა - გოლი სადებიუტო მატჩში