ირაკლი ეგოიანი
Aa
Aa

ეგოიანის პრესტიჟის გოლი - ექსელსიორი გრონინგენთან განადგურდა

ნიდერლანდების ერედივიზიონის სატურნირო ცხრილში მეზობლად მყოფ კლუბებს შორის უშეღავათო ორთაბრძოლას ელოდნენ. თუმცა, მოულოდნელად, „ექსელსიორი“ საკუთარ სტადიონზე „გრონინგენთან“ 1:5 განადგურდა, რაშიც ყველაზე ნაკლები ბრალი მასპინძლების ქართველ ლეგიონერს ირაკლი ეგოიანს მიუძღვის, რომელმაც გარდა იმისა პრესტიჟის გოლი გაიტანა, შეფასებებითა და სტატისტიკური მონაცემებით თანაგუნდელებს შორის საუკეთესო იყო.

საქართველოს ნაკრების 22 წლის ნახევარმცველი ტრადიციულად „ექსელსიორის“ ძირითადში იყო, შეუცვლელად იასპარეზა, ხოლო 36-ე წუთზე თანაგუნდელის მიერ მოპოვებული 11-მეტრიანი გოლად აქცია. მთლიანობაში ირაკლიმ 3-ჯერ დარტყა, საიდანაც კარისკენ ერთი წავიდა, ორი კი დაუბლოკეს. ეგოიანის ანგარიშზეა ასევე 1 საკვანძო გადაცემა, ჯამში პასები 90-პროცენტიანი (50-დან 45) სიზუსტით გაანაწილა, ბურთს 76-ჯერ შეეხო და მხოლოდ 3-ჯერ დაკარგა. დრიბლინგის სამი მცდელობიდან ორი წარმატებულად დაასრულა, შვიდიდან ექვსი ორთაბრძოლა და ორიდან ორი საჰაერო დუელი მოიგო.

ცნობისათვის, წლევანდელ ერედივიზიონში ჩატარებული 8 მატჩიდან ირაკლი ეგოიანმა მოედანი საგოლე მოქმედების გარეშე მხოლოდ 2 თამაშში დატოვა და ჯამში მის აქტივში უკვე 3 გოლი და 5 საგოლე პასია. მომდევნო ტურში „ექსელსიორი“ სტუმრად „ჰეერენვენს“ შეხვდება და თამაში 16 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლოჩოშვილის 79 წუთი - კიოლნმა რაინის დერბი მოიგო
ლოჩოშვილის 79 წუთი - კიოლნმა რაინის დერბი მოიგო