ლაშა ოდიშარია
Aa
Aa

ოდიშარიას სუპერმატჩი ლატვიაში - ოთხივე გოლი ქართველმა შექმნა

ლაშა ოდიშარია რომ თავისი თაობის ქართველ ფეხბურთელებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერია, ეს ბოლო წლების მანძილზე არაერთხელ დაუმტკიცებია. ბევრი გულშემატკივარი სრულიად სამართლიანად მიიჩნევს, რომ 23 წლის შემტევი ლატვიის ჩემპიონატისთვის გადაზრდილია და დროა ძალები უფრო მაღალ დონეზე მოსინჯოს. ამის კიდევ ერთი დასტური ვირსლიგის 32-ე ტური გახლდათ, სადაც ლაშამ RFS-ს „იელგავასთან“ (4:2) საშინაო მატჩი პრაქტიკულად მარტომ მოაგებინა.

ოდიშარია და მისი თანაგუნდელები 55-ე წუთისთვის ორბურთიანი სხვაობით აგებდნენ, როდესაც ქართველმა გარემარბმა თამაში საკუთარ თავზე აიღო, მეტოქე ელეგანტურად მოატყუა და მისი ჩაწოდებით დარკო ლემაჯიჩმა გაიტანა. ძალიან მალე ლაშას ჩაწოდების შემდეგ მისი თანაგუნდელი მეტოქის საჯარიმოში წააქციეს და პენალტით წონასწორობა აღდგა. ამას მოჰყვა ქართველი ფეხბურთელის კიდევ ერთი დიდებული გადაცემა და იგივე ლემაჯიჩის გოლი, ხოლო ბოლო გოლის დროს ოდიშარიამ პრეასისტი შეასრულა, ჯამში ათბალიანი სისტემით 9.3 მეათედი შეფასება მიიღო და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

ცნობისათვის, მართალია მიმდინარე სეზონში ლაშა ოდიშარიას ლატვიის ჩემპიონატში გოლი გატანილი არ აქვს, მაგრამ სამაგიეროდ მის ანგარიშზე 8 საგოლე გადაცემაა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ეგოიანის პრესტიჟის გოლი - ექსელსიორი გრონინგენთან განადგურდა
ეგოიანის პრესტიჟის გოლი - ექსელსიორი გრონინგენთან განადგურდა