სერია A-ს სამმა კლუბმა ოფიციალური შეთავაზება გააკეთა | ახალი ცნობები კვერნაძეზე
ეკრემ კონურის ინფორმაციით, სერია A-ს კლუბებს გიორგი კვერნაძის დამატების დიდი სურვილი აქვთ. კონკურენცია უკვე გასცდა ინტერესის ფარგლებს და კლუბებმა - „ნაპოლიმ'', „რომამ'' და „ფიორენტინამ'' „ფროზინონეს'' ოფიციალური წინადადებით მიმართეს. ტრანსფერისთვის ბრძოლა მწვავე ფაზაში შედის და უახლოეს პერიოდში ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის გარშემო ვითარება კიდევ უფრო დაიძაბება.
იტალიური Gazzetta-ს ინფორმაციით, კვერნაძის სათამაშო მახასიათებლები გასპერინის მოთხოვნებს შეესაბამება - მას აქვს კარგი მარჯვენა ფეხი, თავისუფალ სივრცეებში შეჭრის უნარი და მაღალი ინდივიდუალური ოსტატობა ერთ-ერთზე თამაშისას. ქართველი შემტევი მიმდინარე სეზონში იტალიის სერია A-ში დრიბლინგების რაოდენობითაც გამორჩეულია: მას 30 მცდელობიდან 16 წარმატებული დრიბლინგი აქვს შესრულებული, რაც ჩემპიონატში საუკეთესო მაჩვენებელია ( ამ სტატისტიკაში სერია A-ს ბოლო ტური - „ნაპოლისთან'' მატჩი არ იგულისხმება).
კვერნაძეს „ფროზინონესთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 8 მილიონი ევროა. მიმდინარე სეზონში იტალიის ჩემპიონატისა და თასის ჩათვლით ექვს შეხვედრაში (617 წუთი) 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა.