შენგელიას 6 ქულა - დუბაიმ შიდა ჩემპიონატში მეორე მატჩიც მოიგო
არაბთა გაერთიანებული საამიროების ეროვნული ჩემპიონატის მორიგ ტურში დუბაი კლუჟ-ნაპოკას ესტუმრა და 92:85 დაამარცხა.
თორნიკე შენგელია ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა, რომელსაც არც ისე კარგი მატჩი ჰქონდა.
ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 16 წუთი და 13 გაატარა. ამ დროის განმავლობაში მან 6 ქულას, 1 მოხსნას და 2 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.
მატჩის მიმდინარეობისას, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 3-ჯერ ისროლა 2-ქულიანი და სამივე ჩააგდო. მას ასევე ერთი საჯარიმო ტყორცნა ჰქონდა, რომელიც ვერ გამოიყენა.
ერთადერთი მოხსნა საკუთარ ფარზე შეასრულა. შენგელიამ 3 პერსონალური ფოლი მიიღო.
ამ გამარჯვების შემდეგ, დუბაის სატურნირო ცხრილში 4 ქულა დაუგროვდა(ორიდან ორი მოგება). შემდეგ ტურში შენგელიას გუნდი ცენტარს უმასპინძლებს.