მსოფლიო ჩემპიონატი | გუნდურ შეჯიბრში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატი | გუნდურ შეჯიბრში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

ხვალ აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდური შეჯიბრის ჯერი დადგება. დღეს წილისყრა გაიმართა და საქართველოს ნაკრების მეტოქეების ვინაობა გახდა ცნობილი.

პირველ წრეში ჩვენი მეტოქე იტალიის ნაკრები იქნება. მომდევნო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში ქართველი ჯუდოკები უზბეკეთსა და გერმანიას შორის გამარჯვებულებს შეხვდებიან.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს 4 მედალი აქვს: ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ) და ილია სულამანიძე (-100 კგ) გახდნენ, ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ) ვერცხლის მედალს, ხოლო გიორგი სარდალაშვილი ბრინჯაოს მედალს (-60 კგ) დასჯერდა.

აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრები გუნდურ შეჯიბრში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია. 2025 წელს ბუდაპეშტში გამართული ტურნირის ფინალში ჩვენმა ჯუდოკებმა სამხრეთკორეელები 4:1 დაამარცხეს.

ფოტო: საქართველოს ძიუდოს ფედერაცია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩემმა დარგულმა ხემ ნაყოფი გამოიღო“ - გუჯეჯიანი სულამანიძის მადლობას ეხმიანება
„ჩემმა დარგულმა ხემ ნაყოფი გამოიღო“ - გუჯეჯიანი სულამანიძის მადლობას ეხმიანება