პარაძიუდოისტების 2 ბრინჯაო - ქალდანის და ზურაბიანის ეგვიპტური წარმატება
ეგვიპტეში გამართული პრესტიჟული გრან პრის შეჯიბრება ქართველი პარაძიუდოისტებისთვის წარმატებული გამოდგა. ტურნირში მთელი მსოფლიოს მასშტაბით უძლიერესი კონტიგენტი იყო თავმოყრილი და შესაბამისად, იქ მოპოვებული თითოეული სინჯის მედალი მართლაც უდიდესი წარმატება იყო, რაც ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლების სწორ მომზადებასა და გეგაზომიერ საწვრთნელი შეკრების გავლაზე მიუთითებს.
საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრების წევრებიდან შეჯიბრება მედლებით ინა ქალდანმა (+70 კგ) და ზურაბ ზურაბიანმა (-70 კგ) დაასრულეს და ორივე მათგანი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ქალდანმა ნიდერლანდელი მეტოქე დაამარცხა, ხოლო ზურაბიანი ფრანგ მოწინააღმდეგეზე ძლიერი აღმოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ როგორც ინა ქალდანი, ასევე ზურაბ ზურაბიანი საკმაოდ ტიტულოვანი პარასპორტსმენები არიან - პირველი მათგანი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორი და პარალიმპიური თამაშების მედალოსანია, ხოლო ზურაბიანს კონტინენტის პირველობა ოთხჯერ, მსოფლიოს ჩემპიონატი კი ორჯერ აქვს მოგებული და მედალი პარალიმპიადაზეც მოიგო.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს