რიდის 7 ქულა - ბაჰჩეშეჰირის მოგება
მარკის რიდმა როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე თამასა იმდენად მაღლა ასწია, რომ მისი დაბალშედეგიანი მატჩები ყველას უკვირს, თუმცა ამჯერად ყოველივე ეს შედარებით ნაკლები სათამაშო დროით იყო გამოწვეული, რაც შესაძლოა იმ მცირე დაზიანებით იყოს განპირობებული, რომელიც საქართველოს ეროვნული გუნდის ნატურალიზებულმა კალათბურთელმა ერთ-ერთ ეპიზოდში მიიღო, რის გამოც პარკეტზე მხოლოდ 16 წუთი გაატარა.
რიდმა თამაში სასტარტოში დაიწყო და 7 ქულასთან ერთად, თავი 1 შედეგიან გადაცემას მოუყარა. მარკისმა საშუალო დისტანციიდან ხუთიდან ორი სროლა გამოიყენა, ხოლო პერიმეტრის ხაზიდან ჩაგდების ორი მცდელობიდან წარმატებული ერთი აღმოჩნდა. საქართველოს ნაკრების მოთამაშემ ბურთი სამჯერ დაკარგა და სამი პერსონალური ჯარიმა მიიღო.
ცნობისათვის, ორი მატჩიდან ორი მოგებით „ბაჰჩეჰერი“ სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა და ამ გუნდის მსგავსად ქულათა მაქსიმუმი მხოლოდ ერთ კლუბს „თურქ ტელეკომს“ აქვს დაგროვებული. მომდევნო შეხვედრას მარკის რიდი და მისი თანაგუნდელები ევროთასზე 7 ოქტომბერს სტუმრად „ბალკანთან“ გამართავენ, რომელიც თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.