შერმადინს ცოტა სათამაშო დრო ჰქონდა - ტენერიფემ უნიკახას მოუგო
ესპანეთის ლიგა ენდესას მორიგ ტურში ლაგუნა ტენერიფე უნიკახას ესტუმრა და 80:75 დაამარცხა.
სამწუხაროდ, გიორგი შერმადინს ბევრი სათამაშო დრო არ მიეცა. ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე მხოლოდ 5 წუთი და 51 წამი დაყო, რა დროშიც მან 1 მოხსნა მიითვალა.
მატჩის მიმდინარეობისას გიორგის ქულის აღების მცდელობა არ ჰქონია. არასრულ 6 წუთში მან არც 3-ქულიანი და არც 2-ქულიანი ისროლა. არც საჯარიმო ტყორცნა ჰქონდა.
ტენერიფეს 18 ქულით, 4 მოხსნით და 1 პასით ამერიკელმა კაილი გაიმ ულიდერა და გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი შერმადინს მძიმე ტრავმა ჰქონდა და სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. დროთა განმავლობაში, მისი სათამაშო წუთები გაიზრდება. შემდეგ ტურში ტენერიფე მურსიას ესტუმრება.
???? ¡¡ Nos la llevamos !!
— La Laguna Tenerife (@CB1939Canarias) October 3, 2026
???? La Laguna Tenerife 'asalta' el Martín Carpena con una gran victoria ‼️
???????? #VamosCanarias pic.twitter.com/fa6vEWskBd