სანდრო მამუკელაშვილი, ჯეი ჯეი რედიკი
Aa
Aa

„კარგი სათამაშო რიტმი იპოვა“ - მწვრთნელი მამუკელაშვილზე

„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ მთავარმა მწვრთელმა, ჯეი ჯეი რედიკმა სანდრო მამუკელაშვილზე ისაუბრა, რომელმაც პრესეზონზე „საკრამენტო კინგსთან“ მატჩში გაიბრწყინა.

„მომწონს, როგორც ვთამაშობთ. როცა ბიჭებს დაახლოებით 20 წუთის თამაში უწევთ, ყველა კარგად გამოიყურება. მომდევნო ორ მატჩში დატვირთვების გაზრდას გავაგრძელებთ.

ლუკა დონჩიჩს და ოსტინ რივზს რამდენიმე დაკარგვა ჰქნდათ, მაგრამ ამ მხრივ აუცილებლად მოვუმატებთ. მატჩი შეტევაში ძალიან კარგად დავიწყეთ, მაგრამ სროლებში სიზუსტე გვაკლდა.

ჯეიკ ლარავიამ, სანდრო მამუკელაშვილმა და ქუენტინ გრაიმსმა კარგი სათამაშო რიტმი იპოვეს, თუმცა როცა უოლკერ კესლერი და კოლინ სექსტონი ჯანმრთელები არიან, ბევრი რამ იცვლება. ვინც მატჩების მოგებაში დაგვეხმარება, ის ითამაშებს. სეზონში 82 მატჩია, ამიტომ ყველას ექნება თავის გამოჩენის შესაძლებლობა“.

14 ოქტომბერს „ლეიკერსი“ „გოლდენ სტეიტ უორიორსს“ დაუპირისპირდება, 17 ოქტომბერს კი პრესეზონს „დენვერთან“ მატჩით დახურავს.

რეგულარული სეზონი „ლეიკერსისთვის“ 22 ოქტომბერს „უორიორსთან“ მატჩით დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
19 ქულა 21 წუთში - მამუკელაშვილის მორიგი მაგარი მატჩი ლეიკერსში
19 ქულა 21 წუთში - მამუკელაშვილის მორიგი მაგარი მატჩი ლეიკერსში