სანდრო მამუკელაშვილი, ლოს ანჯელეს ლეიკერსი
Aa
Aa

„ასეთი უნარების მოთამაშე ლეიკერსს დიდი ხანია არ ჰყოლია“ - ამერიკული გამოცემა მამუზე

ლოს ანჯელესური გამოცემა silverscreenandroll-ი „ლეიკერსის“ ახალწვეულზე სანდრო მამუკელაშვილზე სტატიას აქვეყნებს, სადაც მამუს კომენტარებიც არის გამოყენებული.

„ლეიკერსმა“ გამთენიისას მორიგი წინასასეზონო შეხვედრა გამართა და „საკრამენტო კინგსს“ 114:110 მოუგო. მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო მამუკელაშვილი, რომელმაც 21 წუთში 19 ქულა ჩააგდო.

„მამუკელაშვილმა ამ წინასასეზონო პერიოდში 4-წლიანი, 52-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა და „ლეიკერსში“ ისეთი უნიკალური უნარები მოიტანა, როგორიც კლუბს მის პოზიციაზე დიდი ხანია არ ჰყოლია. ის იდეალური დამაკავშირებელი რგოლია - ფორვარდი, რომელსაც შეუძლია დაცვაში პოზიციების მიხედვით გადაწყობა, ხოლო შეტევაში - ბურთის დრიბლინგი, პასი და სროლა.

„მე კალათბურთელი ვარ,“ - განაცხადა მამუკელაშვილმა ხუთშაბათის მოგების შემდეგ. - „მართალი რომ გითხრათ, სადაც არ უნდა მეთამაშა, რომელ პოზიციაზეც ყველაფერს გავაკეთებ ჩემი მაქსიმუმის გამოსავლენად“.

„ვფიქრობ, მამუკელაშვილი დღეს შესანიშნავი იყო,“ - თქვა ოსტინ რივსმა, რომელსაც კოჭის ტრავმის გამო პირველი ორი მატჩი გაუცდა და წინასასეზონო დებიუტი ხუთშაბათს ჰქონდა. - „უბრალოდ, მას თავდაჯერებულობა უნდა შევუნარჩუნოთ, რათა საკუთარი თამაში ითამაშოს. ის ძალიან კარგია შეტევაში და დაცვაშიც აქტიურად ეკონტაქტება გუნდს, მაგრამ ჩვენ გვჭირდება, რომ ის იყოს ის, ვინც არის. მას არ სჭირდება ვინმესთან მორგება.

საწვრთნელი შეკრების დასაწყისში ის ზედმეტად ცდილობდა. როგორც ვთქვი, გვინდა იყოს ის, ვინც არის, და თუ ამას გააკეთებს, ის ჩვენთვის ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდება.“

მამუკელაშვილი აღიარებს, რომ ჯერ კიდევ სწავლის პროცესშია. მის უნივერსალურობას თან სდევს იმის საჭიროებაც, რომ იყოს - ნამდვილად უნივერსალური. მისი მრავალი მოვალეობა იცვლება იმის მიხედვით, თუ ვინ იმყოფება მოედანზე. დაცვაში, როდესაც ის ხუთიანზე (ცენტრად) თამაშობს, უნდა იცოდეს თავისი პოზიციური დაფარვა, დარწმუნდეს, რომ ბურთის მპყრობელისგან ძალიან შორს არ არის, მაგრამ არც ფართანაა ზედმეტად ახლოს. როდესაც ოთხიანზეა (მძიმე ფორვარდი), მას სჭირდება ფიზიკური აგრესიულობა, ხმამაღალი კომუნიკაცია და თავის მეტოქეზე მჭიდროდ მიჯაჭვულობა.

„ეს ჩემთვის ნამდვილად სწავლის პროცესია,“ - თქვა მან. - „მწვრთნელის ასისტენტი ლისი ჰარდინგი საოცარ სამუშაოს ასრულებს ახსნა-განმარტებებში და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ ვარჯიშებისა და სროლების შემდეგაც... მოედანზე ხმამაღალი კომუნიკაცია მეხმარება, რადგან ეს ჩემს გონებას მუდმივად ტონუსში ინარჩუნებს და მოდუნების საშუალებას არ მაძლევს“.

მისი უნარები იდეალურად ერგება ნებისმიერ თანაგუნდელს. თუმცა, მისი კონტრაქტი ნიშნავს, რომ ეს უნარები გამარჯვებების მომტანი უნდა იყოს. ახლა თუ მისი 4-წლიანი კონტრაქტის განმავლობაში. მაგრამ ამჟამად მამუკელაშვილი მხოლოდ გაუმჯობესებაზეა კონცენტრირებული:

„ვცდილობ უკეთესი გავხდე. ვცდილობ უფრო ფიზიკური ვიყო. ვცდილობ, მოხსნებში არ დავთმო პოზიციები. მაგრამ იცით, ეს მხოლოდ მესამე თამაშია და დარწმუნებული ვარ, თამაშიდან თამაშამდე მოვუმატებ.“

- ციტირებს მამუს სიტყვებს silverscreenandroll-ი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები