ხვიჩა კვარაცხელია, ოქროს ბურთი, ფაბიო კანავარო
Aa
Aa

„ოქროს ბურთს კვარაცხელია იმსახურებს“ - ფაბიო კანავარო

იტალიის ნაკრების ლეგენდარული მცველი ფაბიო კანავარო, რომელიც ამჟამად უზბეკეთის ნაკრებს წვრთნის, აცხადებს, რომ „ოქროს ბურთს“ წელს ხვიჩა კვარაცელია იმსახურებს.

„კარგი მეხსიერება მაქვს და მხოლოდ ბოლოდროინდელი შედეგების მიხედვით არ ვმსჯელობ. ჩემპიონთა ლიგაზე გასულ სეზონში საფეხბურთო თვალსაზრისით ყველაზე დიდი გავლენა კვარაცხელიას ჰქონდა.

მე რომ ვაძლევდე ხმას, საერთოდ არ დავფიქრდებოდი. ვიღაც შეიძლება მსოფლიო ჩემპიონატის მიხედვით მსჯელობდეს და კილიან მბაპეს ირჩევდეს, ან ლიონელ მესი და მისი კარიერა დააფასოს, მაგრამ კვარას წარმოუდგენელი შედეგები ჰქონდა“.

შეგახსენებთ, რომ „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონია 26 ოქტომბერს ლონდონში გაიმართება - 30 ნომინანტს შორისაა საქართველოს ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელიაც.

ცნობისთვის, ფაბიო კანავარომ „ოქროს ბურთი“ 2006 წელს მოიგო, მანამდე კი მისი კაპიტნობით იტალიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთი დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქვილითაია 71-ე წუთზე შევიდა და თამაში გაამწვავა | კილმა სტუმრად წააგო
ქვილითაია 71-ე წუთზე შევიდა და თამაში გაამწვავა | კილმა სტუმრად წააგო