ზივზივაძემ 45 წუთი ითამაშა - ჰაიდენჰაიმის ფრე კაიზერსლაუტერნთან
მეორე ბუნდესლიგის მეშვიდე ტურში ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმმა“ „კაიზერსლაუტერნს“ უმასპინძლა - მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.
ქართველი ფორვარდი მასპინძელთა სათადარიგოთა სკამზე იყო და მოედანზე მეორე ტაიმის დასაწყისში გამოჩნდა, თუმცა საგოლე მომენტი არ ჰქონია.
Sofascore-მა ბუდუს თამაში 6.2 ქულით შეაფასა, მისი სტატისტიკა ასეთი იყო: 2 საკვანძო პასი, 12-დან 8 ზუსტი პასი (67%), 20 შეხება ბურთთან და 5-დან 2 მოგებული საჰაერო ორთაბრძოლა.
7 მატჩის შემდეგ „ჰაიდენჰაიმს“ 14 ქულა აქვს. ბუდუ ზივზივაძის გუნდი სატურნირო ცხრილის მესამე ადგილზეა და მომდევნო ტურში 17 ოქტომბერს „ვოლფსბურგს“ ესტუმრება.
აქვე გეტყვით, რომ ზივზივაძემ მიმდინარე სეზონში 7 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.