შტურმი, გიზი მამაგეიშვილი
Aa
Aa

შტურმმა დაადასტურა - მამაგეიშვილი რამდენიმე კვირა ვერ ითამაშებს

გრაცის „შტურმის“ ქართველი ნახევარმცველი, გიზი მამაგეიშვილი ტრავმის გამო რამდენიმე კვირას გამოტოვებს. ინფორმაცია ამის შესახებ ავსტრიული კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„გიზი მამაგეიშვილის დაკარგვა ძლიერი დარტყმაა ჩვენთის, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ სხვა ტრავმირებულებიც გვყავს. მიუხედავად ამისა, მამაგეიშვილი დამოუკიდებლად ვარჯიშს გააგრძელებს, რათა რაც შეიძლება დაუბრუნდეს მოედანს“, - განაცხადა კლუბის სპორტულმა დირექტორმა, მიხაელ პარენსენმა.

შეგახსენებთ, რომ გიზი მამაგეიშვილმა სანაკრებო პაუზის დროს ერთი მატჩი ჩაატარა. რამაზ სვანაძემ ის ჩრდ. ირლანდიასთან გასვლით მატჩში ძირითად შემადგენლობაში ათამაშა, ერთ-ერთი ორთაბრძოლისას კი „შტურმის“ ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად თამაშში ირაკლი ეგოიანი ჩაერთო.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში მამაგეიშვილმა „შტურმში“ 12 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასიც მიითვალა. უახლოეს მატჩებში „შტურმს“ ვერც ოთარ კიტეიშვილი დაეხმარება, რომელმაც ასევე სანაკრებო მატჩებში მიიღო დაზიანება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარა მანქანა არაა, ადამიანია | ენრიკეს ხვიჩას ცუდ ფორმაზე ჰკითხეს
კვარა მანქანა არაა, ადამიანია | ენრიკეს ხვიჩას ცუდ ფორმაზე ჰკითხეს