გიორგი კვერნაძე
Aa
Aa

„იანვარში არ გაუშვებენ, ალეგრის სტილისთვის იდეალურია“ | იტალიელი ჟურნალისტი კვერნაძეზე

Tuttofrosinone-ს ჟურნალისტმა, სტეფანო მარტინიმ გიორგი კვერნაძეზე ისაუბრა. მარტინი დარწმუნებულია, რომ „ფროზინონე“ ქართველ ფეხბურთელს ზამთარში არ გაყიდის, რადგან კლუბის მიზანი სერია A-ში ადგილის შენარჩუნებაა. მარტინიმ კვერნაძესა და ხვიჩა კვარაცხელიას შორის არსებულ განსხვავებზეც ილაპარაკა.

„კვერნაძეს იანვარში არ გაუშვებენ. ფროზინონეს მკაფიო გეგმა აქვს დასახული და კლუბის მიზანი სერია A-ში ადგილის შენარჩუნებაა. ასე რომ, იანვარში ფეხბურთელებს არ შეელევიან. კვერნაძის ტრანსფერთან დაკავშირებული დისკუსიები ივნისისთვის გადაიდო.

რაც შეეხება მის საფეხბურთო მახასიათებლებს, ჩემი აზრით, ის ხვიჩა კვარაცხელიასგან განსხავებული მოთამაშეა. ქართველია, კვარას მსგავსად მარცხენა გარემარბად თამაშობს, მაგრამ კვარაცხელია უფრო ტექნიკურია, ვიდრე სწრაფი, კვერნაძეს კი ფეთქებადობისთვის საჭირო ძალა აქვს და მისი სისწრაფე ტექნიკურობას აღემატება. ჩემი აზრით, ის კვარაცხელიასგან განსხვავდება და მასიმილიანო ალგერის სტილისთვის იდეალური ფეხბურთელია“.

შეგახსენებთ, რომ კვერნაძეს რამდენიმე გუნდს უკავშირებენ და ყველაზე ხშირად „რომას“ შესახებ იწერება. იტალიური გამოცემების მიხედვით, „ჯალოროსი“ მზად არის, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას კვერნაძის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო გადაიხადოს.

კვერნაძეს „ფროზინონესთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 8 მილიონი ევროა. მიმდინარე სეზონში მას 6 შეხვედრაში 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იპონი 45 წამში | სულამანიძე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშია
იპონი 45 წამში | სულამანიძე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშია