უკრაინა Vs საქართველო | ცნობილია, რომელ ქვეყანაში ჩატარდება მატჩი
Aa
Aa

უკრაინა Vs საქართველო | ცნობილია, რომელ ქვეყანაში ჩატარდება მატჩი

როგორც მოგეხსენებათ, უკრაინის ეროვნული ნაკრები ქვეყანაში საომარი ვითარების გამო საშინაო მატჩებს სხვა ქვეყანაში ატარებს.

ერთა ლიგის ბოლო ტურში უკრაინა საქართველოს უმასპინძლებს. უეფა-ს ვებ-გვერდმა ოფიციალურად გვამცნო თუ სად გაიმართება აღნიშნული დაპირისპირება.

ერთა ლიგის ბოლო ტურში უკრაინა საქართველოს სლოვაკეთში, კონკრეტულად კი კოშიცეში უმასპინძლებს. მატჩი 17 ნოემბრით თარიღდება თბილისის დროით 23:45-დან დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის B დივიზიონის ჯგუფში ოთხი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 2 ქულა აქვს და ბოლო, მეოთხე ადგილზეა. უკრაინა 4 ქულით მესამე პოზიციას იკავებს.

ამრიგად, საქართველოსა და უკრაინის დაპირისპირება ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში გაიმართება, თუმცა მანამდე ორივე გუნდს დარჩენილი თითო მატჩის ჩატარება მოუწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კატასტროფაა“ - ევროპული ფედერაციები სანაკრებო პაუზის განრიგის ცვლილებას ითხოვენ
„კატასტროფაა“ - ევროპული ფედერაციები სანაკრებო პაუზის განრიგის ცვლილებას ითხოვენ