ილია თოფურია, ხორხე მასვიდალი
Aa
Aa

მასვიდალი: ილია ნამდვილი მებრძოლია - მან ერთი გაკვეთილი ისწავლა

BMF-ის ტიტულის ყოფილი მფლობელი ხორხე მასვიდალი არ თვლის, რომ ილია თოფურია დანებდა, როდესაც თავის კუთხეს ჯასტინ გეიჯისთან ბრძოლის მეოთხე რაუნდის შემდეგ შეჩერების უფლება მისცა.

„ბრძოლა შეაჩერეს და მან პროტესტი არ გამოთქვა, მაგრამ ორივე თვალი ჰქონდა ჩასიებული და ცხვირი გატეხილი. მე მას არ ვუთანაგრძნობ, უბრალოდ ფაქტებს ვკონსტატირებ. ეს ბიჭი ნამდვილი მებრძოლია, მას ხელი არ ჩაუქნევია. ის ოქტაგონში სიკვდილისთვისაც მზად იყო.

მას აქვს ყველა საჭირო უნარი, ბუნებამ სისწრაფითა და ძალით დააჯილდოვა. ვფიქრობ, მან ერთი გაკვეთილი ისწავლა: როგორი გამორჩეული შესაძლებლობებიც არ უნდა გქონდეს, მაინც ჩვეულებრივ ადამიანად რჩები“,

- განაცხადა მასვიდალმა MMA Full Mount-თან ინტერვიუში.

მიმდინარე წლის ივნისში ილია თოფურიამ ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ, პროფესიონალურ კარიერაში პირველი მარცხი იგემა, რითაც UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტული დაკარგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები