„არაფერი შემიცვლია, უბრალოდ საჩხუბრად გავედი“ | მერაბმა იანთან ბრძოლაზე ისაუბრა
მერაბ დვალიშვილმა Heavy.com-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა და პიოტრ იანთან მოახლოებულ ჩხუბზე ილაპარაკა. „მანქანამ“ დაასახელა შეცდომა, რამაც იანთან მეორე ორთაბრძოლაში მისი მარცხი განაპირობა და აღნიშნა, რომ მესამე დაპირისპირებისთვის სხვანაირად ემზადება.
„საჩემპიონო ქამარი კორი სენდჰეგენის წინააღმდეგ დავიცავი, რომელსაც იანისგან განსხვავებული სტილი აქვს და პრობლემები არ შემქმნია. პიოტრის წინააღმდეგ იმავე სტილში, იმავე საბრძოლო გეგმით ვიჩხუბე. მოსამზადებელ ეტაპზე, კემპისას, არაფერი შემიცვლია. უბრალოდ ოქტაგონში შევედი და იანთან ვიჩხუბე, რამაც შედეგი ვერ მოიტანა.
ამჯერად უფრო მეტი დრო მაქვს და დაკავებულიც ვიყავი, RAF-ის ღონისძიებებზეც მივიღე მონაწილეობა. ბევრ რამეს მივხვდი და უკეთესი ვარჯიშები მაქვს, კარგ სპარინგ-პარტნიორებთან და მწვრთნელებთან ერთად. ყველაფერი ძალიან კარგად მიდის და, როგორც აღვნიშნე, ადრე თავდაუზოგავად ვვარჯიშობდი, ახლა ჭკვიანურად ვვარჯიშობ.
მარტში მინდოდა ჩხუბი, მაგრამ ვფიქრობ, ეს დრო უკეთესად მომზადებაში დამეხმარება და გავაანალიზებ, იანის წინააღმდეგ რის გაკეთებაა საჭირო. ბოლოს, როდესაც მას ვეჩხუბე, მოსამზადებლად ორი თვე მქონდა და ეს საკმარისი ნამდვილად არ არის“.
როგორც მოგეხსენებათ, მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის საჩემპიონო დაპირისპირებას 24 ოქტომბერს, UFC 333-ზე ვიხილავთ. ეს ჩხუბი იმ ღონისძიების თანამთავარი მოვლენაა, რომელსაც აბუ-დაბი უმასპინძლებს.