უდინეზე, გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

„ფასდაუდებელი კოზირი მატჩის მოსაგებად“ - უდინეზეში ჩაკვეტაძის ეიმედებათ

სანაკრებო პაუზის შემდეგ, საკლუბო ფეხბურთი ბრუნდება. გიორგი ჩაკვეტაძის „უდინეზე“ მე-6 ტურის შეხვედრას სტუმრად „ტორინოს“ წინააღმდეგ გამართავს.

Tuttoudinese მოახლოებული მატჩის შესახებ წერს და გუნდის რთული მდგომარეობიდან გამოსავლის ძიებაშია. იტალიური გამოცემა უდინელთა სავარაუდო თერთმეტეულ შეეხო, რომელშიც ჩაკვეტაძე არ მოიაზრება, რადგან ჯერ სათანადო ფიზიკურ კონდიციებში არ არის, თუმცა ქართველს მეორე ტაიმიდან მატჩის მოსაგებად მთავარ იარაღად თვლიან.

„ეს უაღრესად მნიშვნელოვანი შეხვედრაა, რომლის ხელიდან გაშვებაც არ შეიძლება, რადგან გუნდს სეზონის უმძიმეს დასაწყისზე სწრაფი რეაგირება სჭირდება, გამარჯვება კი ფეხბურთელებს თავდაჯერებულობასა და სტაბილურობას დაუბრუნებს. თუმცა, მთავარ მწვრთნელ კოსტა რუნიაიჩს თავდასხმის ხაზში არსებულ პრობლემებთან გამკლავება კვლავ მოუწევს, ამიტომ წინამდებარე მატჩები გარკვეულწილად მაინც კრიზისული იქნება.

ყველაზე საგრძნობი და დანაკლისი ნიკოლო ძანიოლოს არყოფნაა, რომელიც ოქტომბრის მთელ თვეს გამოტოვებს, ხოლო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველკვირეულად გაკონტროლდება. მთავარი კითხვა ასეთია: „ვინ შეცვლის მას?“ ამჟამად „უდინეზეს“ არცერთ მოთამაშეს არ აქვს მე-10 ნომრის დარისი ტექნიკური შესაძლებლობები, თუმცა მწვრთნელ რუნიაიჩს აქვს რამდენიმე ალტერნატიული ვარიანტი, რათა ფეხბურთელებისგან მაქსიმუმი გამოწუროს. შესაძლოა, უნაი გომესმა შეტევისაზღვრელ ნახევარდაცვაში, ეკელენკამპის გვერდით სასტარტოში მოხვედრის კიდევ ერთი შანსი მიიღოს, თუმცა ესპანელს გაცილებით მეტი მოეთხოვება და მეტოქის ნახევარზე უფრო ეფექტური უნდა იყოს.

თამაშის მიმდინარეობისას, მატჩის გარდატეხის შემტან „საიდუმლო იარაღად“ შესაძლოა გიორგი ჩაკვეტაძე იქცეს, რომელმაც სეზონის დასაწყისში მიღებული ტრავმა მოიშუშა, საქართველოს ნაკრებშიც ითამაშა და ოპტიმალურ ფორმას უბრუნდება. ქართველი ნახევარმცველი შეიძლება ფასდაუდებელი კოზირი აღმოჩნდეს თამაშის არევისა და ისეთი გადამწყვეტი სვლის მოსაძებნად, რაც გუნდს გამარჯვებას მოუტანს“.

- წერს იტალიური გამოცემა.

აქვე გეტყვით, რომ „ტორინო“ „უდინეზეს“ დაპირისპირება ორშაბათს, 12 ოქტომბერს, ჩვენი დროით 22:45-ზე დაიწყება. ჩაკვეტაძის გუნდი 5 ტურის შემდეგ, 4 ქულით მე-13 ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები