ილია სულამანიძე
Aa
Aa

იპონი 45 წამში | სულამანიძე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშია

ქართველი ჯუდოკა ილია სულამანიძე (- 100 კგ.) მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშია, ნახევარფინალში ევროპის მოქმედ ჩემპიონს, იტალიელ ჯენარო პირელის 45 წამში იპონით მოუგო.

ურთიერთშეხვედრებში ილიას ჯენაროსთან დიდი უპირატესობა აქვს - 4:0.

რაც შეეხება ფინალამდე განვლილ გზას, ილიამ უნგრელ სომბორ ვეგს ვაზარისა და იუკოს უპირატესობით მოუგო, მოლდოველი ვადიმ გიმბოვსკი იუკოთი დაამარცხა და 1/4 ფინალში გავიდა, სადაც ნიაზ ბილალოვი იპონით დაამარცხა, თბილისში განცდილი მარცხისთვის რევანში აუღო.

ფინალში ილიას მეტოქე იაპონელი დოტა არაი იქნება, 2025 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩეპიონმა არმან ადამიანს უშანსოდ, ავასატე-იპონით მოუგო.

ბაქოში მიმდინარე ტურნირზე საქართველოს ანგარიშზე 1 ოქროს მედალია, ტატო გრიგალაშვილმა ( - 81 კგ.) მასპინძელ ზელიმ ცკაევს ოქროს დროში ვაზარით მოუგო. საქართველოს აქტივში კიდევ ორი მედალია, ეთერ ლიპარტელიანი ( -57 კგ.) ვერცხლის მედალს დასჯერდა, გიორგი სარდალაშვილი ( - 60 კგ.) - ბრინჯაოს მედალს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები