ეთერ ლიპარტელიანი
Aa
Aa

დასანანი მარცხი | ლიპარტელიანმა მსოფლიოზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ.) იაპონელ აკარი ომორის დაუპირისპირდა. სამწუხაროდ, ქართველი სპორტსმენი იუკოთი დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

27 წლის ლიპარტელიანმა მეორე რაუნდში ურუგვაელი მაია ლეოპოლდი იპონით დაამარცხა. მერვედფინალში მოქმედი ჩემპიონი სარა სოუზას დაუპირისპირდა და ულამაზესი იპონით მოიგო. მეოთხედფინალში ანა ვიკტორია პულიიზსაც იპონით სძლია. ნახევარფინალში ეთოს მეტოქე გერმანელი სეიია ბალჰაუსი იყო და ქართველმა ძიუდოისტმა იუკოთი გაიმარჯვა.

შეგახსენებთ, 2025 წელს ეთერ ლიპარტელიანმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა და მიმდინარე ტურნირს მოქმედი ჩემპიონის რანგში შეხვდა.

ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს აქტივში უკვე 2 მედალია, გიორგი სარდალაშვილმა ( - 60 კგ.) ბრინჯაოს მედლისთვის გადამწყვეტ შეხვედრაში ტაივანელ იუნგ ვეი იანგს შანსი არ დაუტოვა და ძლიერ მეტოქეს იპონით მოუგო (ვრცლად).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბრწყინვალე იპონები და გარანტირებული მედალი | ეთერ ლიპარტელიანი ფინალშია
ბრწყინვალე იპონები და გარანტირებული მედალი | ეთერ ლიპარტელიანი ფინალშია