ლაშა გუჯეჯიანი
Aa
Aa

„სანამ ცოცხალი ვარ, ქართული ძიუდოს გულშემატკივარი ვიქნები“ - გუჯეჯიანი

საქართველოს ძიუდოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, ლაშა გუჯეჯიანმა, რომელიც ამჟამად უზბეკეთის ნაკრებს წვრთნის, Crystalsport-თან საუბარში ქართულ ძიუდოზე ისაუბრა.

ლაშა გუჯეჯიანი:

„ქართულ გუნდს რომ ვუყურებ, რა თქმა უნდა, ვრჩები, ვარ და ვიქნები, სანამ ცოცხალი ვარ, ქართული ძიუდოს გულწრფელი გულშემატკივარი. თვითონ ემოციებს რაც შეეხება... ალბათ, იმდენად დიდ განცდებში არ ვარ, რომ რაღაც შემეხო, რომ გუნდთან ერთად არ ვარ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ამ გუნდთან ერთად ყველაფერი გავაკეთეთ. ჩვენ ეს ერთხელ არ გაგვიკეთებია, ძალიან ბევრჯერ გავაკეთეთ. ჩვენ ერთად ბრძოლა, ომები ბევრი მოგვიგია.

კმაყოფილებას მგვრის და ბედნიერებას, რომ იმ გუნდის ნაწილი ვარ, სანამ ცოცხალი ვარ. არ აქვს მნიშვნელობა, ახლოდან თუ შორიდან, ყოველთვის ემოციურად ერთმანეთის გვერდში ვართ. მე დღესაც მათ გვერდში ვარ, გულწრფელად ვგულშემატკივრობ და მინდა, რომ ისევ მოწოდების სიმაღლეზე იყოს ჩვენი გუნდი“.

მთლიანად გუჯეჯიანს კომენტარს ამ ბმულზე გაეცნობით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კოსოვოელ მეტოქესთან წააგო | ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს დაემშვიდობა
კოსოვოელ მეტოქესთან წააგო | ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს დაემშვიდობა