დუაიტ ჰოვარდი
Aa
Aa

ფაჩულია, ნაპოლეონი და სტალინი | დუაიტ ჰოვარდი საქართველოშია

NBA-ის ჩემპიონი, ყველა ვარსკვლავის მატჩის 8-გზის მონაწილე და დიდების დარბაზის წევრი, დუაიტ ჰოვარდი საქართველოში ჩამოფრინდა. „სუპერმენი“ „ბლექ ფორტრესის“ რიგებში სამ შეხვედრას გამართავს და მისი დებიუტი 10 ოქტომბერს შედგება.

თბილისის აეროპორტში „სუპერმენს“ ფანები დახვდნენ და ჰოვარდმა ჟურნალისტებთან კომენტარიც გააკეთა: „ზაზა ფაჩულია საქართველოდანაა და მოხარული ვარ, რომ აქ ყოფნის საშუალება მომეცა. საქართველოზე ბევრი რამ მსმენია. გავიგე, რომ ნამცხვარი „ნაპოლეონი“ ძალიან გემრიელია და აუცილებლად უნდა გავსინჯო. რამდენიმე ეკლესიისა და ისტორიული ადგილის ნახვაც მინდა.

გულშემატკივრები ძალიან თბილად დამხვდნენ და როგორც კი თვითმფრინავიდან გამოვედი, შემეგებნენ, რაც ნამდვილად მჭირდებოდა. თვითმფრინავში ასვლამდე გავიგე, რომ ჩემი ერთ-ერთი ახლო მეგობარი გარდაიცვალა და დამწუხრებული ვიყავი, თუმცა ამდენი ფანის დანახვამ ბევრად უკეთესად მაგრძნობინა თავი.

რა ვიცი საქართველოზე? ვიცი, რომ ძალიან კარგი ღვინო გაქვთ, საბჭოთა კავშირის წევრი იყავით და სტალინი საქართველოდან იყო. საქართველოს შესახებ მეტის სწავლას ვცდილობ, თუმცა კარგად ვიცი, რომ ზაზა ფაჩულია ქართველია. NBA-ში დიდი ხნის განმავლობაში გვქონდა ბრძოლები და ერთი სული მაქვს, ვნახო, ზაზა საიდანაა, მისი მემკვიდრეობა როგორია. ასევე ქართველი ხალხი... მსოფლიოს ბევრ ადგილას ვიყავი და ქართველი ხალხის შესახებაც გამიგია“.

ცნობისთვის, ჰოვარდის დებიუტი „ივერიონის“ წინააღმდეგ შედგება. 17 ოქტომბერს „ბლექ ფორტრესი“ „თსუ“-ს დაუპირისპირდება, ხოლო 24-ში „თელავს“ შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გულდაწყვეტილი ვარ, ქართველი ქომაგი რომ ვერ გავახარე“ | ლაშა ბექაურის კომენტარი
„გულდაწყვეტილი ვარ, ქართველი ქომაგი რომ ვერ გავახარე“ | ლაშა ბექაურის კომენტარი