კავკასია ევროტურნირზე ითამაშებს - რვა მატჩი საერთაშორისო დონეზე
Aa
Aa

კავკასია ევროტურნირზე ითამაშებს - რვა მატჩი საერთაშორისო დონეზე

ოცდამეერთე საუკუნეში პირველად ევროპულ საკლუბო ტურნირებზე საქართველოს ორი საკალათბურთო კლუბი ითამაშებს. აქამდე უკვე ცნობილი გახლდათ, რომ სუპერლიგის ჩემპიონი „ბათუმი“ ძალებს ფიბას ჩემპიონთა ლიგაში მოსინჯავდა, ახლახანს კი დადასტურდა, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კლუბი ევროპის ჩრდილოეთ საკალათბურთო ლიგაში გამოვა.

ეს ტურნირი ხუთი წლის წინ ლატვიაში დაარსდა და მოკლე მონაკვეთში დიდი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ჩრდილოეთ საკალათბურთო ლიგა FIBA EUROPE-ის პატრონაჟით ტარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მატჩებს ევროპის საკალათბურთო ფედერაციის ლიცენზირებული მსაჯები ემსახურებიან და მატჩები სანაკრებო ფანჯარას არ ემთხვევა. პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირისთვის კსუ საკმაოდ ძლიერი შემადგენლობით დაკომპლექტდა და ამ კლუბის ღირსებას დავით კაკუშაძის, აკაკი დვალიშვილის, რევაზ როგავას, სანდრო სანაძის, გეგი ბაქრაძის, ალექსანდრე ვაშაკიძისა და გიორგი კოსტავას სახით კვალიფიცირებული ქართველი კალათბურთელები დაიცავენ. გარდა ამისა, ევროტურნირზე „კავკასიელებს“ ჯასტინ ფორესტის, შამარ რაითის, ტრომი ლუისისა და ბრეილენ ბრიჯესის სახით საკმაოდ ძლიერი ლეგიონერებიც დაეხმარებიან.

ცნობისათვის, კსუ ევროპის ჩრდილოეთ საკალათბურთო ლიგაში A ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქე ლიეტუვის „იონავა“, ლატვიის „ლიეპაია“, დიდი ბრიტანეთის „ბრისტოლი“, ავსტრიის „ჰეფტე ჰელფენი“, შვეიცარიის „ლოზანა“, გერმანიის „მიტელდოიჩერი“, ისლანდიის „ტინდასტოლი“ და ხორვატიის ერთ-ერთი კლუბი იქნება. ჯგუფური ეტაპი 29 სექტემბერს დაიწყება და 19 იანვარს დასრულდება და ამ პერიოდის განმავლობაში ბექა წივწივაძის მომზადებული გუნდი ოთხ მატჩს საკუთარ დარბაზში, ოთხს კი სტუმრად ჩაატარებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მამუკელაშვილის კარიერაში პრაიმის დრო დადგა“ - California Post
„მამუკელაშვილის კარიერაში პრაიმის დრო დადგა“ - California Post