NBA-ს ვარსკვლავი საქართველოში - ჰოვარდის ტრანსფერი გადაწყდა
ლეგენდარული კალათბურთელი დუაიტ ჰოვარდი საქართველოს სუპერლიგაში, „ბლექ ფორტრეს თბილისის“ შემადგენლობაში ითამაშებს. NBA-ს ოლ სტარის რვაგზის მონაწილემ საგანგებო ვიდეო-მიმართვა გაავრცელა, სადაც ადასტურებს რომ სულ მალე საქართველოში ჩამოვა რაც მისთვის ახალი თავგადასავალია. ამერიკის შეერთებული შტატების დატოვების შემდეგ ჰოვარდი ტაივანში წავიდა და სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირში გამოდიოდა. სავარაუდოდ, ხელშეკრულების მიხედვით ის „ბლექ ფორტრეს თბილისში“ ერთ, ან ორ შეხვედრას ჩაატარებს
დუაიტ ჰოვარდი
გამარჯობა თბილისო! გამარჯობა საქართველო! მე მოვდივარ თქვენს ქალაქსა და ქვეყანაში იმისათვის, რომ კალათბურთის განვითარებაში საკუთარი წვლილი შევიტანო. სულმოუთქმელად ველი „ბლექ ფორტრეს თბილისთან“ ერთად თამაშს და ამ გუნდისთვის დახმარების გაწევას. მოვუწოდებ ყველა გულშემატკივარს, რომ მოვიდნენ დარბაზში და ერთად შევავსოთ არენა! მე უკვე მოვდივარ და მალე თქვენთან ვიქნები.
დუატი ჰოვარდი ენ ბი ეის ჩემპიონი 2020 წელს „ლეიკერსის მაისურით“ გახდა, მსოფლიოს საუკეთესო საკალათბურთო ლიგის საუკეთესო მცველად კარიერის მანძილზე სამჯერ დასახელდა. საერთო ჯამში ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 19 485 ქულა, 14 627 მოხსნა და 2 228 დაფარება დააგროვა.