ბათუმმა ბოლომდე იბრძოლა | მარცხი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე
საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში „ბათუმი“ რუმინულ „ორადეას“ დაუპირისპირდა. საქართველოს ჩემპიონმა პრესტიჟულ ტურნირზე მოხვედრის შანსი დაკარგა და 77:93 დამარცხდა.
პირველი მეოთხედი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და „ბათუმი“ ოთხი ქულით, 21:25 დამარცხდა. მეორე პერიოდში რუმინელებმა სერიოზული უპირატესობა მოიპოვეს, მეოთხედი 30:16 მოიგეს და შესვენებაზე 18-ქულიანი ფორით გავიდნენ — 55:37.
„ბათუმმა“ ბოლომდე იბრძოლა და მესამე მეოთხედში ჩამორჩენა სამ ქულამდე დაიყვანა — 55:58. სამწუხაროდ, ეს ქართული კლუბის მაქსიმუმი აღმოჩნდა. „ბათუმმა“ საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა დაასრულა და FIBA ევროპის თასზე გადაინაცვლა.
„ბათუმის“ რიგებში საუკეთესო ლარი ჰაუელი იყო, რომელმაც 23 ქულა, 8 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. გიორგი ოჩხიკიძემ 22 ქულა, 8 შედეგიანი გადაცემა და 3 მოხსნა დააგროვა. კარსონ ბაშამის ანგარიშზე 10 ქულა იყო.