ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი
Aa
Aa

„გეიჯის გამორჩეული გენეტიკა აქვს“ - UFC-ის კომენტატორი ილიას განცხადებაზე

UFC-ის კომენტატორი, ჯონ ანიკი ილია თოფურიას ბოლო განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც „ელ მატადორმა“ ჯასტინ გეიჯის ხელთათმანებზე ისაუბრა.

„ჯასტინ გეიჯის გამორჩეული გენეტიკა აქვს. თეთრ სახლში მოპოვებული გამარჯვების შემდეგაც კი მან აღნიშნა, რომ ეს მშობლებისგან მიღებული ძვლების სიმკვრივის დამსახურებაა.

ვფიქრობ, ყველამ, ვისაც გეიჯისთვის ხელი ჩამოურთმევია, იცის, რომ ამ ბიჭს ბუნებრივი ნიჭი აქვს. შესაძლოა, ილია თოფურია რემატჩის ჩანიშვნაზე მუშაობს. ვფიქრობ, მისი ეს განცხადება უბრალოდ უნდა დავივიწყოთ და ალბათ ამას თვითონაც აღიარებს“.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარი 15 ივნისს, თეთრი სახლის ქარდზე სწორედ ჯასტინ გეიჯისთან მარცხის შემდეგ დაკარგა. 

რამდენიმე დღის წინ „ელ მატადორმა“ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სამედიცინო გამოკვლევები დაასრულა და ოქტაგონში დაბრუნებისთვის მზადაა და შემდეგ ჯერზე პირადად მიაქცევს ყურადღებას, რომ ჯასტინის ხელთათმანები სათანადოდ შეამოწმონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ისეთივე საშინელი გამართლება მოძებნე, როგორიც შენი ბოლო ჩხუბი იყო“ - გეიჯი ილიას
„ისეთივე საშინელი გამართლება მოძებნე, როგორიც შენი ბოლო ჩხუბი იყო“ - გეიჯი ილიას