ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი
Aa
Aa

„ხელთათმანები გულდასმით შეამოწმეს“ - სპორტულმა კომისიამ ილიას უპასუხა

კალიფორნიის შტატის ათლეტური კომისიის აღმასრულებელმა დირექტორმა ენდი ფოსტერმა, რომელიც თეთრ სახლთან გამართულ ტურნირზე UFC-სთან თანამშრომლობდა, გამორიცხა იმის შესაძლებლობა, რომ სადღესასწაულო შოუს მთავარი ბრძოლის წინ, ჯასტინ გეიჯის ილია თოფურიას წინააღმდეგ ხელთათმანებში რაიმეს ჩადება შეეძლო.

„მის ხელთათმანებსა და სახვევებთან დაკავშირებით ყველაფერი რიგზე იყო, ისინი სრულად შეესაბამებოდა რეგლამენტს. მეტიც, ისინი რამდენიმე ინსპექტორმა გულდასმით შეამოწმა“,

- განაცხადა ფოსტერმა USA TODAY Sports-თან ინტერვიუში.

პროფესიონალურ კრივში გამოყენებული ხელთათმანები რვიდან თორმეტ უნციამდე იწონის, MMA-ს სტანდარტული ხელთათმანები კი ოთხ უნციას იწონის და ზომითაც საგრძნობლად მცირეა.

„მათთან მსგავსი რამის გაკეთება გაცილებით რთულია“, - დასძინა მარეგულირებელი ორგანოს ხელმძღვანელმა შერეული ორთაბრძოლების ხელთათმანებში უცხო საგნის დამალვის თეორიული შესაძლებლობის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხისას.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ დაბრუნების შესახებ განცხადება გაავრცელა. მოსალოდნელია, რომ „ელ მატადორი“ თებერვალში იჩხუბებს. ყველაფერი გეიჯისთან რემატჩისკენ მიდის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები