ილია თოფურია, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

სატიტულო ბრძოლა არ უნდა მისცენ | ცარუკიანმა თოფურიაზე ისაუბრა

არმან ცარუკიანი არ ეთანხმება თოფურია - გეიჯის  სატიტულო რევანშის იდეას და ამბობს, რომ ილიამ ტიტულზე ბრძოლის უფლება ხელახლა უნდა დაიმსახუროს. ცარუკიანის კომენტარს UFC on Paramount + ავრცელებს.

„არ ვფიქრობ, რომ თოფურია კიდევ ერთ სატიტულო შანსს იმსახურებს, რადგან ბრძოლა თანაბარი არ ყოფილა. ჯასტინმა ის უბრალოდ გაანადგურა. ბრძოლა თანაბარი რომ ყოფილიყო, მაშინ კი ბატონო, ამას აზრი ექნებოდა, მაგრამ ახლა — არავითარ შემთხვევაში. ის უნდა დაბრუნდეს, UFC-მ დასაბრუნებლად რაიმე მარტივი ბრძოლა უნდა მისცეს და ტიტულისთვის ბრძოლას მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს.“

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარი 15 ივნისს, თეთრი სახლის ქარდზე ჯასტინ გეიჯისთან მარცხის შემდეგ დაკარგა.

„ელ მატადორმა“ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სამედიცინო გამოკვლევები დაასრულა და ოქტაგონში დაბრუნებისთვის მზადაა და შემდეგ ჯერზე პირადად მიაქცევს ყურადღებას, რომ ჯასტინის ხელთათმანები სათანადოდ შეამოწმონ.

გეიჯის პასუხი ასეთი იყო: „94 დღე გავიდა და ამ სულელურ გამართლებაზე უკეთესი ვერაფერი მოიფიქრე. ისეთივე საშინელი გამართლებაა, როგორიც შენი ბოლო ჩხუბი იყო. მეტის გაკეთება გმართებს, პატარავ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩემს შვილს ამაში ნუ რევ“ - აბდელაზიზის პოსტი და ილიას პასუხი
„ჩემს შვილს ამაში ნუ რევ“ - აბდელაზიზის პოსტი და ილიას პასუხი