ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი, არმან ცარუკიანი, რენატო მოიკანო
Aa
Aa

მოიკანო: გეიჯი ილიასთან დაუჯერებელი იყო, მაგრამ შემდეგი ჩემპიონი ცარუკიანი იქნება

UFC-ის მსუბუქწონოსანი რენატო მოიკანო მიიჩნევს, რომ არმან ცარუკიანი UFC-ის მსუბუქი წონის შემდეგი ჩემპიონი გახდება.

„ჯასტინ გეიჯის ძალიან მძიმე საღამო ექნება როდესაც ის ცარუკიანს დაუპირისპირდება. არმანი ახლა... ის, რაც მან რუფის წინააღმდეგ გააკეთა, სიგიჟე იყო. მე კი ვფიქრობ, რომ დარტყმით ტექნიკაში რუფი გეიჯის სჯობს.

არ ვაპირებ გეიჯიზე ცუდის თქმას. მისი დიდი გულშემატკივარი ვარ. ის, რაც მან თოფურიას წინააღმდეგ გააკეთა, უბრალოდ დაუჯერებელი იყო. მაგრამ არმანი ძალიან მრავალმხრივი მებრძოლია. კარგი დამრტყმელი, კარგი მოჭიდავე, კარგი გრეპლერი, მას ძალიან მაღალი საბრძოლო ინტელექტი აქვს. ვფიქრობ, არმანი შემდეგი ჩემპიონია“,

- განაცხადა მოიკანომ.

ბოლო დროს ვრცელდება ინფორმაცია, რომ არმან ცარუკიანი მომდევნო ბრძოლას ჩემპიონ ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ ჩაატარებს, თუმცა ჯერჯერობით არაფერი დადასტურებულა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები