ლიონელ მესი, ხულიან ალვარესი, კრისტიან რომერო, არგენტინის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

რომერო: ნაკრებში 10 ნომერი უნდა გავაუქმოთ, ან ალვარესს მივცეთ, თუმცა მას 9 ურჩევნია

კრისტიან რომერო მიიჩნევს, რომ არგენტინის ნაკრებში ლიონელ მესის დონის ფეხბურთელი აღარ იქნება.

„ატლეტიკოს“ მცველმა ისაუბრა იმაზე, თუ ვის უნდა გადაეცეს მე-10 ნომერი ეროვნული გუნდიდან მესის წასვლის შემდეგ. თუმცა, თავად საერთოდ ნომრის გაუქმების მომხრეა.

„მე იქიდან გამოვდივარ, რომ სხვა ლეო აღარ იქნება - არც კაპიტნის როლში და არც „ათიანად“.

იმედი მაქვს, გამოჩნდება ვინმე, ვინც მას დაემსგავსება, მაგრამ რთული წარმოსადგენია ადამიანი, რომელიც ჩვენთვის იმავეს ნიშნავდეს, რასაც ის ნიშნავდა. ჩვენ არ გვყავს მეორე ლეო, მაგრამ გვყავს ძალიან კარგი გუნდი, რომელიც ოჯახად იქცა.

რაც შეეხება მეათე ნომერს, მე მას ხმარებიდან ამოვიღებდი, არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის შტაბ-ბინის კედელზე დავკიდებდი - და ეგ არის. რათა არავის მოუწიოს ასეთი პასუხისმგებლობის ტარება.

მაგრამ რადგან ამის გაკეთება არ შეიძლება, ნომერს ხულიან ალვარესს მივცემდი. ის თავმდაბალი, მეოჯახე და კარგი ბიჭია. თუმცა ვფიქრობ, რომ თავად „ცხრიანით“ დარჩენას ამჯობინებდა“,

- განაცხადა რომერომ ჟურნალისტ გასტონ ედულთან ინტერვიუში.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები