დორტმუნდთან მატჩის წინ მუშაობა აუკრძალეს - ბაიერნი კომპანის სრულად რეაბილიტაციას ელის
ვენსან კომპანი დორტმუნდის „ბორუსიასთან“ შეხვედრისთვის „ბაიერნის“ წინასამატჩო სამზადისში არ მონაწილეობს.
მიუნხენურმა კლუბმა გასცა განკარგულება, არ ჩართონ მთავარი მწვრთნელი გუნდთან სამუშაო პროცესებში, სანამ ის ჰოსპიტალიზაციის შემდეგ გამოჯანმრთელების პროცესშია.
„ჩვენ მას ფეხბურთზე არ ვესაუბრებით. ამასთან დაკავშირებით მკაფიო მითითებები მოგვცეს. მას ძალების აღდგენა და ოჯახთან დროის გატარება სჭირდება. ჩვენ მას სამუშაოში არ ვრთავთ, რათა გამოჯანმრთელების შემდეგ საქმეს სრულფასოვნად დაუბრუნდეს“,
- განაცხადა კომპანის ასისტენტმა აარონ დენკსმა.
შეგახსენებთ, რომ 23 ოქტომბერს კომპანიმ „ბაიერნის“ მეორე გუნდის ვარჯიშის დროს გონება დაკარგა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით ექიმებმა 40 წლის სპეციალისტს თავის ტვინის გარსის გაღიზიანება დაუდგინეს.
28 ოქტომბერს ბელგიელი საავადმყოფოდან გაწერეს. ამჟამად ის სახლში იღდგენს ძალებს და რეკომენდებული აქვს სიმშვიდე და მედიკამენტების მიღება.
კომპანის არყოფნაში გუნდს დენკსი ხელმძღვანელობს. ის მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ბუნდესლიგის მე-8 ტურში, „დორტმუნდთან“ დღევანდელ მატჩშიც შეასრულებს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს