უდინეზე, გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

„თავდაჯერებულია და მრავალმხრივი“ - უდინეზეს მწვრთნელი ჩაკვეტაძეზე

„რომასთან“ მატჩის წინ „უდინეზეს“ მთავარმა მწვრთნელმა კოსტა რუნიაიჩმა პრესკონფერენცია გამართა. გერმანელ სპეციალისტს ჟურნალისტებმა გიორგი ჩაკვეტაძის სათამაშო პოზიციაზსთან დაკავშირებით კითხვები დაუსვეს.

პრესას აინტერესებდა - ითამაშებდა თუ არა ჩაკვეტაძე კვლავ უფრო სიღრმიდან, საყრდენი ზონიდან, როგორც ეს „პარმასთან“ შეხვედრაში ვიხილეთ.

უფრო მარტივად გასაგებად, რომ ავხსნათ - ჩაკვეტაძემ „პარმასთან" 5-2-3 სქემაში იმ პოზიციაზე ითამაშა, რომელზეც კიტეიშვილი საქართველოს ნაკრებში მოქმედებს (საყრდენის გვერდით).

„რაც შეეხება ჩაკვეტაძეს, ის ძალიან მრავალმხრივი მოთამაშეა. მას შეუძლია ითამაშოს როგორც შემტევმა, ისე ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ის ბევრს მოძრაობს და ბურთის მიღებაც კარგად ეხერხება. თავდაჯერებულია და ეს მომწონს. მეც ახლა ვიცნობ მას უკეთ, იმის გათვალისწინებით, რომ სეზონისწინა მოსამზადებელი ეტაპი გამოტოვა. ჩვენ მოგვიწია მისი იქ დაყენება, მათ შორის იმიტომაც, რომ პიოტროვსკი 90 წუთის სათამაშოდ ჯერ მზად არ არის. არიან სხვა ფეხბურთელებიც, რომლებსაც შეუძლიათ მაგ პოზიციაზე თამაში. „პარმასთან“ შედარებით რამდენიმე დეტალს შევცვლით, თუმცა ბევრს არა. პაუზამდე ორი გადამწყვეტი მატჩი გვაქვს „რომასთან“ და „ვენეციასთან“, სადაც ჩვენი თვისებები უნდა ვაჩვენოთ“.

- განაცხადა რუნიაიჩმა.

უდინელები სეზონს საკმაოდ არადამაჯერებელი ფორმით ხვდებიან. გუნდი 5 ქულით მე-17 პოზიციაზე იმყოფება.

ჩაკვეტაძე, რომელიც ბოლო ოთხი მატჩია „უდინეზეს“ სასტარტოს წევრია, დღეს საკუთარ მოედანზე „რომას“ დაუპირისპირდება. მატჩი ჩვენი დროით 21:00-ზე დაიწყება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები