„ილია მეზიზღება, მაგრამ გეიჯისთან ჩხუბი მირჩევნია“ | რას ამბობს პედი პიმბლეტი
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, პედი პიმბლეტმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. „ბედის“ ჰკითხეს, ილია თოფურიასთან ჩხუბსა და საჩემპიონო ორთაბრძოლას შორის რომელს აირჩევდა და ინგლისელმა უპირატესობა ტიტულს მიანიჭა.
„ილია თუ გეიჯი? გეიჯისთან რემატჩს გავმართავდი, რადგან მინდა ჩემპიონი გავხდე. არასწორად არ გამიგოთ, ილია მეზიზღება და მირჩევნია თოფურია დავამარცხო, ვიდრე გეიჯი, მაგრამ საჩემპიონო ქამრის მფლობელი ჯასტინია და ჩვენ, ყველანი სწორედ ტიტულისთვის ვშრომობთ.
გვინდა, მთელ მსოფლიოში გვიცნობდნენ და ჩემპიონები ვიყოთ. 15-16 წლის ასაკიდან ჩემი მიზანი სწორედ ეს გახლდათ და ყველაზე მეტად, სწორედ საჩემპიონო ქამრის დასაკუთრება მინდა. ასე რომ, ილიაზე მეტად გეიჯისთან ჩხუბი მინდა, რადგან ტიტული მას აქვს“.
შეგახსენებთ, რომ პიმბლეტმა ბოლო ბრძოლა ბენუა სენ-დენისთან გამართა და პირველივე რაუნდში, მახრჩობელა ილეთით გაიმარჯვა. „ბედიმ“ და გეიჯიმ 2026 წლის იანვარში იჩხუბეს და პიმბლეტმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით წააგო.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს