ჰარი კეინი, ჰანსი ფლიკი, ლამინ იამალი
Aa
Aa

„კეინმა ოქროს ბურთი დაიმსახურა, იამალის მენტალიტეტი დიდი უპირატესობაა“ | ჰანსი ფლიკი

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა „ოქროს ბურთის“ დაჯილდოებაზე ისაუბრა, რომლის გამარჯვებულიც ჰარი კეინი გახდა. ფლიკმა ლამინ იამალი ახსენა და დასძინა, რომ ინგლისელმა ფეხბურთელმა „ოქროს ბურთი“ დამსახურებულად მოიგო.

„ჰარი კეინმა „ოქროს ბურთი“ დაიმსახურა. თქვენ კარგად იცით, ლამინ იამალზე რას ვფიქრობ — ის იმ დონეზე იმყოფება, რომელიც „ოქროს ბურთის“ მოსაგებადაა საჭირო. მინდა აღვნიშნო, რომ მისი სიტყვები პაუ კუბარსის მისამართით უბრალოდ ბრწყინვალე იყო და პაუმ ეს დაიმსახურა.

გასულ ორ წელში ლამინმა ჯილდოები მოიგო. მისით ძალიან ვამაყობ. ჩემი აზრით, მას ღირსეული რეაქცია ჰქონდა. მისი მენტალიტეტი გუნდისთვის დიდი უპირატესობაა. მიხარია, რომ ყველაფერი წარსულშია დარჩენილი და ახლა შეგვიძლია კონცენტრაცია იმაზე მოვახდინოთ, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია“.

ცნობისთვის, „ოქროს ბურთის“ რეიტინგში იამალმა მესამე ადგილი დაიკავა. France Football-ის მთავარი რედაქტორის, ვინსენტ გარსიას თქმით, როდრი რომ არა, ლამინს „ოქროს ბურთის“ მოგების ძალიან კარგი შანსი ჰქონდა. რაც შეეხება კეინს, ჰარიმ მბაპეს 41-ზე ნაკლები ქულით გაუსწრო.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    სალია პირველ გუნდში დაწინაურებას ცდილობს | Shields Gazette-ს სტატია ქართველზე
    სალია პირველ გუნდში დაწინაურებას ცდილობს | Shields Gazette-ს სტატია ქართველზე