გიორგი აბუაშვილი
Aa
Aa

ვარჯიშზე დაშავდა | აბუაშვილი ლიგა 2-ში მეცს ვერ დაეხმარება

„მეცის“ ქართველი გარემარბი გიორგი აბუაშვილი დიდი ალბათობით ლიგა 2-ის მომდევნო ტურში „პაუსთან“ ვერ ითამაშებს. ქართველი ფეხბურთელი მიმდინარე კვირის დასაწყისში ვარჯიშზე დაშავდა, წვივის კუნთის ტრავმა აქვს.

რამდენიმე ფრანგული გამოცემა ზუსტად ვერ წერს, შეძლებს თუ არა აბუაშვილი მოედანზე გასვლას, თუმცა გამოცემა Republicain Lorrain-ი იუწყება, რომ ქართველი გარემარბი „პაუსთან“ შეხვედრას ნამდვილად გამოტოვებს.

23 წლის ფეხბურთელი ფრანგულ კლუბში მეორე სეზონს ატარებს. გასულ სეზონში „მეცი“ ლიგა 1-დან გავარდა, მიმდინარე სეზონში კი უმაღლეს ლიგაში დაბრუნებისთვის იბრძვის.

ლიგა 2-ის მიმდინარე გათამაშებაში აბუაშვილმა ათივე მატჩი სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო, მოედანზე ჯამში 785 წუთი გაატარა, 2 გოლი გაიტანა და 1 ყვითელი ბარათი მიიღო.

ლიგა 2-ში 10 ტურის შემდეგ აბუაშვილის გუნდი 14 ქულით მე-8 ადგილზეა, „მეცი“ „პაუსთან“ დღეს საღამოს ითამაშებს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები