დიმიტრი გოჩილაიძე
Aa
Aa

რუსი მეტოქე წუთ-ნახევარში დაამარცხა | გოჩილაიძის ბრინჯაო აბუ-დაბიში

აბუ-დაბიში ძიუდოს გრანდ სლემი დაიწყო და ტურნირის პირველ დღეს დიმიტრი გოჩილაიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. -81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გოჩილაიძე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში რუს აბდულ-კერიმ ტასუევს დაუპირისპირდა და უშანსოდ დაამარცხა.

შეხვედრა 1 წუთსა და 26 წამს გაგრძელდა. ქართველმა ჯუდოკამ ჯერ ვაზარი აიღო, შემდეგ კი იპონით კითხვის ნიშნების გარეშე მოიგო. საინტერესოა, რომ გოჩილაიძის ვაზარისას, თავდაპირველად, მსაჯმა ტასუევს იპონი დაუფიქსირა, თუმცა შემდეგ გადაწყვეტილება გადაიხედა და შეიცვალა.

ცნობისთვის, გოჩილაიძემ პირველ შეხვედრაში ანტონიო ესპოზიტო დაამარცხა. მერვედფინალში დიმიტრი ვედატ ალბაირაკს დაუპირისპირდა და ვაზარით მოიგო, მეოთხედფინალში კი ჩინგიზხან საინალიევს იპონით აჯობა.

გოჩილაიძე ნახევარფინალში მოლდოველ პეტრუ პელივანს დაუპირისპირდა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა და გამარჯვებულის ბედი ერთმა იუკომ გადაწყვიტა.  

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    თუ ყვირილს დაუწყებ, თავის თავში იკეტებიან | სანიოლი ქართველ ფეხბურთელებზე
    თუ ყვირილს დაუწყებ, თავის თავში იკეტებიან | სანიოლი ქართველ ფეხბურთელებზე