ტატო გრიგალაშვილი, ზელიმ ტცკაევი
Aa
Aa

„სიყვარული და მადლიერება ქართველების მიმართ“ - ტცკაევი სოციალურ ქსელში

ბაქოში გამართულ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი, -81 კილოგრამ კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილისა და აზერბაიჯანელი ზელიმ ტცკაევის ფინალი იყო. დრამატული ბრძოლა ქართველმა ჯუდოკამ „ოქროს დროში“ ვაზარით მოიგო.

ფინალის შემდეგ, ტცკაევის კომენტარი ინტერნეტსივრცეში ვირუსულად გავრცელდა. აზერბაიჯანელ ჯუდოკას ქართველმა (და არამარტო) გულშემატკივრებმა ობიექტურობა და გულწრფელობა დაუფასეს, რისთვისაც მას მადლობას უხდიდნენ და სამომავლოდ წარმატებებს უსურვებდნენ.

„ჩემზე ძლიერია და ამიტომ დავმარცხდი. არანაირი დაღლილობა არ ყოფილა, უბრალოდ ჩემზე ძლიერია და დავმარცხდი. მეტი არაფერი. არანაირი გამართლება“.

- განაცხადა ტცკაევმა ფინალის შემდეგ.

ამჯერად, ზელიმ ტცკაევმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ქართველ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა:

„მინდა ჩემი სიყვარული და მადლიერება გამოვხატო ძიუდოს ყველა ქართველი გულშემატკივრის მიმართ!

უამრავი სიყვარულითა და მხარდაჭერით სავსე შეტყობინება მივიღე. ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, როდესაც ჩემი ყველაზე დიდი მეტოქის ქვეყნის ხალხი ასე მიჭერს მხარს და ვუყვარვარ!

ალბათ, სწორედ ამაშია სპორტის ნამდვილი არსი - სიყვარულში, მეგობრობასა და ადამიანების გაერთიანებაში!”

- წერს ტცკაევი.

View this post on Instagram

A post shared by Zelim Tckaev (@tckaev_)

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები